ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12281

ფაქტი 12281

1897 წლის 9 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთექვსმეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს ექვთიმე თაყაიშვილმა და დავით კარიჭაშვილმა, რომ მოამბის გამომცემელმა ალექსანდრე ჯაბადარმა გუჯრების დაბეჭდვისათვის მოითხოვა 200 მანეთი, სამაგიეროდ კი გამგეობას გადასცემდა 100 ცალ, 500 გვერდიან, ერთ ტომად შეკრულ გუჯრებს. გამგეობამ განაცხადა, რომ ჯაბადარს გადასცენ 20 თუმანი, ამ ფულიდან 10 თუმანი გადასცენ მაშინ, როცა ის წარმოადგენს გუჯრების პირველი ტომის 50 ეგზემპლარს, ხოლო დანარჩენი 10 თუმანი მეორე ტომის 50 ეგზემპლარის წარმოდგენის შემდეგ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12281; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .