ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12307

ფაქტი 12307

1898 წლის 20 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეორე სხდომა. სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, მიეწერათ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველოსთვის, ეცნობებინათ გამგეობისთვის შეასრულეს თუ არა გამგეობის მინდობილობა სენაკის სკოლის საქმის შესახებ და ასევე, პასუხი გაეცათ იმ წერილების შესახებ, რომელიც გაეგზავნათ მათ ამას წინათ კომიტეტის წევრობის მსურველთა შესახებ. გამგეობამ დ. კარიჭაშვილის მოსაზრება გაითვალისწინა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12307; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .