ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12436

ფაქტი 12436

1886 წლის 27 იანვრის განცხადება იუწყება, რომ სამშაბათს, 28 იანვარს, საღამოს 8 საათზე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შენობაში გაიმართება საზოგადოების მმართველობის წევრთა კრება, რომელზეც, გარდა სხვა საკითხებისა, განიხილავენ კომისიის მოხსენებას 1885 წლის 1-ლ სექტემბრამდე საკანცელარიო საქმის წარმოების შემოწმების შედეგების შესახებ. განცხადებას ხელს აწერენ ნიკო მთვარელიშვილი (საქმისმწარმოებელი), ეკატერინე გაბაშვილისა, ალექსანდრე ჩოლოყაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, გიორგი ქართველიშვილი, გიორგი იოსელიანი, ალექსი მირიანაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12436; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .