ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12475

ფაქტი 12475

1886 წლის 8 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობა ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძეს, კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძესა და სილოვან თომას ძე ხუნდაძეს ატყობინებს, რომ სამივე არჩეულია დამხმარე წევრად ქ. ქუთაისში და სთხოვს თავად აირჩიონ თავმჯდომარე, რომლის სახელზეც შესაძლებელი გახდება საქმიანი მიმოწერის გამართვა. შეტყობინებას ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ მთვარელიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12475; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .