ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13048

ფაქტი 13048

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ 1882 წლისთვის დაამტკიცა შემდეგი ხარჯთაღრიცხვა: პრემიებისთვის – 250 მან., სტიპენდიებისთვის – 780 მან., თბილისის სკოლისთვის – 294 მან., ბიბლიოთეკისთვის – 400 მან., კანცელარიის შენობის ქირისთვის – 200 მან., ახალი სკოლის დასახმარებლად – 1000 მან., სკოლებში გასაგზავნი წიგნებისა და ნივთებისათვის – 500 მან., მგალობლებისთვის – 120 მან., წიგნების დასაბეჭდად – 1500 მან., მდივნის ხელფასისთვის – 600 მან., მოულოდნელი ხარჯისთვის – 500 მან. სულ 9044 მან., ბათუმის სკოლის სახლის ასაგებად – 3000 მან. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13048; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .