ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13065

ფაქტი 13065

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებას თბილისის სკოლის გაუქმება უნდოდა, რადგან მოსახლეობის სწავლისადმი მოთხოვნილებას ქალაქის გამგეობა ახლადდაარსებული უფასო სკოლების საშუალებით მეტნაკლებად აკმაყოფილებდა. სოფლებს ძალიან უჭირდათ საზოგადოების დახმარება სკოლების მოწყობაში, საზოგადოებას კი თავისი ხარჯით ქალაქის სკოლის შენახვა არ შეეძლო. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13065; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .