ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13103

ფაქტი 13103

1888 წელს მიხეილ ზაალის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისაგან მიიღო წერილი ვლადიკავკაზში ქართული სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით. გამგეობა ატყობინებდა, რომ მათ შეეძლოთ სკოლისთვის თავდაპირველად 200 მანეთი მიეცათ, შემდეგ კი ყოველწლიურად გაუგზავნიდნენ საჭირო წიგნებს. ასევე შეეძლოთ მასწავლებლად სანდო და საქმისმცოდნე კაცის დანიშვნა, თუმცა მის ჯამაგირსა და სახლის ქირაზე ადგილობრივ ქართველებს უნდა ეზრუნათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13103; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .