ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13134

ფაქტი 13134

1919 წლის 18 მარტს ივანე ზურაბის ძე ბარკალაიამ განათლების მინისტრს მისწერა, რომ თელავის სასწავლებლისთვის შენობის მშენებლობის პერიოდში მან ყველა ვალდებულება შეასრულა, ათანასე ნემცანმა კი – არა. ბარკალაიამ ააშენა ორი შენობა, რადგან შენობას სარდაფისთვის მეტი ფართი დასჭირდა. ამასთანავე, სკოლის გამგე ან. ჭავჭავაძისამ საკუთარი ბინაც გაადიდა, რის გამოც 56 კუბური საჟენის ნაცვლად 114 კუბური საჟენი ააშენა, შედეგად იგი რამდენიმე ათასი მანეთით დაზარალდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13134; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .