ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13157

ფაქტი 13157

1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს მისწერა, რომ შტატგარეშე დარჩა შვიდი მასწავლებელი. ერთ-ერთი იყო რუსული ენის მასწავლებელი ელენე მიხეილის ასული ალექსანდროვისა. კინწურაშვილის აზრით, რუსული ენის მასწავლებლად სასურველი იყო ისეთი ადამიანი, რომელიც ქართულ ლიტერატურასაც იცნობდა და საჭიროების შემთხვევაში პარალელს გაავლებდა საზოგადოებრივ მოვლენებზე ქართულსა და რუსულ ლიტერატურაში. ვინაიდან, ალექსანდროვისა ასეთი პირი არ აღმოჩნდა იგი გაათავისუფლეს სამსახურიდან.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13157; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .