ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13159

ფაქტი 13159

1918 წლის 28 სექტემბერს თბილისის ქალთა მე-2 გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს ვაჟთა მე-2 გიმნაზიაში მასწავლებლად დამტკიცება სთხოვა, რადგან მრავალშვილიანი მამა იყო, ამასთანავე, ვაჟთა გიმნაზიაში მუშაობით შვილების სწავლის საფასურის გადახდა უფრო გაუადვილდებოდა. ასევე, მისწერა, რომ ქალთა მე-2 გიმნაზიაში მის ნაცვლად სასურველი კანდიდატი დაენიშნა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13159; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .