ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13160

ფაქტი 13160

1920 წლის 27 თებერვლის სხდომაზე თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტმა გადაწყვიტა, შუამდგომლობა აღეძრა სახალხო განათლების სამინისტროსთან, რათა ნებართვა მიეღო გიმნაზიის სპეციალური თანხიდან 1600 მანეთით დახმარებოდა მასწავლებელ ნ. ნ. ბარანოვსკის. სხდომის ოქმიდან ამონაწერის სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს გიმნაზიის დირექტორი ილ. ლორთქიფანიძე; სხდომის ოქმის შემოწმებას ხელს აწერს ვარლამ სიკოს ძე იოსელიანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13160; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .