ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13161

ფაქტი 13161

1919 წლის 7 მაისს თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ხელსაქმის მასწავლებელს ალექსანდრა მიხეილის ასულ ბალტინგს კვირაში ექვსი გაკვეთილი ჰქონდა. ზოგადად, მასწავლებლებს ხუთეული ჯილდო გაკვეთილების რაოდენობის მიხედვით ეძლეოდათ და ვინაიდან, სრული ხუთეულისთვის 12 შტატგარეშე გაკვეთილი იყო საჭირო, ბალტინგს ექვსი გაკვეთილისთვის ნახევარი ხუთეული ჯილდო ეკუთვნოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13161; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .