ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13540

ფაქტი 13540

1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-2 განყოფილების მოსწავლეებმა „დედა ენა“ 160 გვერდამდე ისწავლეს; რუსული ენიდან – ლექსების ნაწილი და ანბანი; მათემატიკიდან – 100-მდე ოთხივე მოქმედება ზეპირად და წერით, ამოცანები გოლდენბერგის პირველი ნაწილიდან; საღვთო სჯულიდან – ლოცვები და ძველი აღთქმიდან ტექსტები წარღვნამდე, ხოლო ახალი აღთქმიდან – ცხრა ტექსტი და თორმეტი მთავარი დღესასწაული. ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13540; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .