ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13542

ფაქტი 13542

1906 წლის 14 (29) ოქტომბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ შემოსავალ-გასავლის ანგარიშში აღნიშნული ზედმეტი ხარჯი 5659 მანეთი და 12 კაპიკი თუ ნასესხები თანხა იყო, ნასესხებად უნდა აღნიშნულიყო. ბალანსი კი შემდეგი ფორმით უნდა შედგენილიყო: ზარალი – აქტივში და სესხი – პასივში. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და წევრი სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13542; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .