ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13567

ფაქტი 13567

ხატვის მასწავლებელმა ბარბარე იაგორის ასულმა ბაისოგოლოვამ თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ მან 1915 წელს გიმნაზიას სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა, რის შემდეგაც პეტროგრადში წავიდა ხელოვნების აკადემიაში გამოცდების ჩასაბარებლად და მოწმობის ასაღებად. იქ კი შეტყობინება მიიღო, რომ გიმნაზიამ სამსახურიდან გათავისუფლების განცხადება არ დაუკმაყოფილა, რის გამოც გამოცდების ჩაბარება შეწყვიტა. ბარბარე ბაისოგოლოვას გამოცდები 20 აგვისტოდან 20 დეკემბრამდე გრძელდებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13567; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .