ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13629

ფაქტი 13629

1906 წელს ბათუმის სკოლის მე-4 განყოფილების მოსწავლეებმა რუსული ენის სახელმძღვანელო 100 გვერდამდე ისწავლეს; ათი არაკი და ლექსები – 14 გვერდამდე; წაიკითხეს ლევ ტოლსტოის პირველი და მე-2 წიგნი; გრამატიკიდან ისწავლეს მეტყველების ნაწილები; შეეძლოთ ზამთრის სურათის აღწერა; მათემატიკიდან იცოდნენ ოთხივე მოქმედება, შედგენილი რიცხვები, ამოცანები შეკრება-გამოკლებაზე; სამშობლოს აღწერიდან – დასავლეთი საქართველო; საღვთო სჯულიდან – ძველი აღთქმა და თორმეტი დღესასწაული, მთავარი ლოცვები როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენაზე და ქართველ წმინდანთა ცხოვრება: წმ. ნინოს, ანდრია მოციქულის, დავითისა და კონსტანტინესი. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13629; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .