ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13633

ფაქტი 13633

1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-3 განყოფილების მოსწავლეებმა „ბუნების კარიდან“ ისწავლეს სამი მოთხრობა; „ბუნებისმეტყველებიდან“ – 26 სტატია და 10 ლექსი; გრამატიკიდან – მეტყველების ნაწილები ზმნამდე და ბრუნვა; რუსული ენის სახელმძღვანელო – 66-ე გვერდამდე; მათემატიკიდან – წერით სამი მოქმედება: შეკრება, გამოკლება და გამრავლება, აგრეთვე, სიგრძის, წონისა და დროის ერთეულები; საღვთო სჯულიდან – ძველი და ახალი აღთქმა პლატონ ეგნატეს ძე იოსელიანის სახელმძღვანელოდან და ლოცვები. ასევე მოსწავლეებმა იცოდნენ სამშობლოს აღწერა – დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველო. ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13633; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .