ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13968

ფაქტი 13968

1907 წლის 12 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის ანდერძი. გამგეობამ საჭიროდ მიიჩნია, სასამართლოსთვის მეურვის გამოყოფა ეთხოვა, რაკი ოლღა გურამიშვილს ავადმყოფობის გამო ილიას ანდერძის შესრულებისათვის ყურადღება მიქცევა არ შეეძლო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13968; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .