ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14474

ფაქტი 14474

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობამ წლების განმავლობაში შეიძინა ქართული ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნები. გარდა ამისა, დაინტერესდა საქართველოსა და ზოგადად კავკასიის შესახებ არსებული რუსული გამოცემებითაც და ადგილობრივ სამეცნიერო დაწესებულებებს სთხოვა, უსასყიდლოდ დაეთმოთ თავიანთი გამოცემები. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14474; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .