ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 1576

ფაქტი 1576

1918 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა განცხადებით მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს და საელჩოებს. მიმართვაში ნათქვამი იყო, რომ სომხეთი საქართველოს თავს დაესხა ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით. სომხეთი უარს აცხადებდა ყველანაირ მოლაპარაკებაზე, რის გამოც საქართველო იძულებული იყო გადამწყვეტი ზომები მიეღო. განცხადებას თან ერთვოდა დეპეშები, რომელთაც საქართველოს მთავრობა რამდენიმე კვირის მანძილზე უგზავნიდა სომხეთს ვითარების გასარკვევად და კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 1576; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .