ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 16718

ფაქტი 16718

1890 წლის 21 იანვარს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა ვასილ როსტომის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ქუთაისის სკოლაში გიმნასტიკის გაკვეთილებისთვის საჭირო თანხა არ იყო გამოყოფილი, ამიტომ მოსწავლეებს მიეცემოდათ თავისუფალი დრო სასწავლად. მათ კი, ვინც სხვებს სწავლაში ჩამორჩებოდა, მიეხმარებოდნენ სკოლის მასწავლებლები და ინსპექტორი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 16718; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .