ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17100

ფაქტი 17100

1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების გამგეობამ სკოლებში სწავლის წესი შეცვალა. იდეა ეკუთვნოდა იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილს. მისი აზრით, საზოგადოების სკოლების წარმატებას აბრკოლებდა ის ფაქტი, რომ თითოეულ სკოლაში ოთხი განყოფილება იყო, რომელთა ერთად გაძღოლა მასწავლებლებს უჭირდათ. ამიტომ უკეთესი იქნებოდა, თუ პირველი და მეორე განყოფილება დილით ისწავლიდა, ხოლო მესამე და მეოთხე განყოფილება შუადღის შემდეგ. ეს აზრი გამგეობის წევრებმა მოისმინეს და გადაწყვიტეს სკოლებში ამ წესის შემოღება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17100; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .