1912 წლის 5 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის გამგეობამ სერგი რომანოზის ძე გორგაძის თავმჯდომარეობით თბილისის ილიასეული მამულის შესაძენად დახმარების თხოვნით საადგილმამულო ბანკს მიმართა. საკრედიტო კანცელარიამ ბანკს საზოგადოებისათვის მამულის მუქთად გადაცემა აუკრძალა. საზოგადოებას უსახსრობის გამო თბილისის ილიასეულ მამულზე უარის თქმა მოუწია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური კრების მოხსენებები, ანგარიშები და ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17219 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17219]; წვდომის თარიღი: 2020-08-06