ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17221

ფაქტი 17221

1909 წელს ქაიხოსრო იასონის ძე ქავთარაძეს ილია ჭავჭავაძის სახლის ძველი ოთახები თვეში 15 მანეთად გადაეცა, იმ პირობით, რომ მთელ სახლს მოუვლიდა. თუ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა სახლს გაყიდდა, მუზეუმად გადააკეთებდა ან სხვა საჭიროებისთვის გამოიყენებდა, ქავთარაძე ვალდებული იყო, სახლი დაეტოვებინა. ასევე, მას დაევალა რემონტი, რომლის ხარჯიც არაუმეტეს 100 მანეთისა იყო, რაც ქირაში ჩაეთვლებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17221; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .