ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17278

ფაქტი 17278

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილებას (დაარსდა 1909 წელს) სოლომონ ნიკოლოზის ძე წერეთელი ხელმძღვანელობდა. განყოფილებას ჰყავდა 32 წევრი, ინახავდა თეატრალურ სექციას, სამ ბიბლიოთეკას, წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების მაღაზიას. განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 620 მანეთსა და 44 კაპიკს, გასავალი – 636 მანეთსა და 22 კაპიკს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17278; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .