ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17625

ფაქტი 17625

1912 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას გამგეობამ მოახსენა, რომ მაღაზიაში წიგნების ანგარიში, რომელიც ასევე სარევიზიო კომისიასაც უნდა გადაემოწმებინა, გასწორებული იყო. ასევე მოახსენა, რომ გამგეობამ მეტი ყურადღება იმ კომისიის მუშაობას მიაქცია, რომელსაც საზოგადოების მომავალი სამოქმედო გეგმა უნდა შეედგინა. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17625; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .