ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17968

ფაქტი 17968

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფელ გურჯაანის მასწავლებლის, პოლიევქტოს კარბელოვის ხელნაწერის დედნის დაბეჭდვის საკითხი. თუ საზოგადოება კარბელოვს ხელნაწერს დაუბეჭდავდა, ის ანაზღაურების სახით 40 ეგზემპლარს მოითხოვდა. სხდომის ოქმს ხელი მოაწერეს ილია ჭავჭავაძემ, ნიკოლოზ ცხვედაძემ, ნიკოლოზ ქანანოვმა და დავით ავალიშვილმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17968; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .