ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17974

ფაქტი 17974

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გორის სამასწავლებლო სემინარიის დირექტორის შეტყობინება გორის სემინარიაში სტიპენდიატების მიღების პირობების შესახებ. ამ პირობების მიხედვით, სტიპენდიატი არ უნდა ყოფილიყო 16 წელზე ნაკლები, გამოცდები კონკურსით უნდა ჩატარებულიყო, ხოლო პანსიონში შენახვის ხარჯები უნდა დაწესებულიყო პირველ წელს 160 მანეთი, შემდეგ კი – 130 მანეთი. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17974; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .