1911 წლის პირველ ნოემბერს სერგი რომანოზის ძე გორგაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ბიბლიოთეკიდან წიგნი განსაზღვრული ვადით უნდა გაეცათ, დროის ამოწურვის შემდეგ კი წამღები შეეძლებდა წიგნის გატანის შესახებ შუამდგომლობა კვლავ აღეძრა. თუ შუამდგომლობა ხელახლა არ აღიძრებოდა, საზოგადოების გამგეობას წიგნი დანიშნულ დროს უკან უნდა დაებრუნებინა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17978 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17978]; წვდომის თარიღი: 2020-08-05