ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18444

ფაქტი 18444

1912 წლის 13 მარტს სამუზეუმო სექციის წევრმა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ საზოგადოების წიგნსაცავის სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში გადასატანად საჭირო იყო წიგნების კარადების გადაკეთება, დურგალი კი ამ ყველაფრისთვის ჩვიდმეტ თუმანს თხოულობდა. ასევე დერეფნის კედელი უნდა დაეხშოთ და აგურის კედელი გაეკეთებინათ. აღნიშნული საქმისთვის სულ 238 მანეთი იყო საჭირო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18444; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .