ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19418

ფაქტი 19418

1912 წლის 14 მარტის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის იხედვით, დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის ჭირისუფლები ერთ-ერთი მამულის გაყიდვას აპირებდნენ, რომლის ნაწილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის უნდა გადაეცათ. საზოგადოება ამ თანხით სამუზეუმო ადგილის ვალის გადახდას აპირებდა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და სხდომის მდივანი გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19418; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .