ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19426

ფაქტი 19426

1914 წლის 23 ნოემბერს დავით გიორგის ძე ხართიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს შესთავაზა წინადადება, რომ ორი ტიპის ბიბლიოთეკა გაეხსნათ: პირველი – სკოლა-განყოფილებებთან, რომელიც წინასწარი მოთხოვნით გაიხსნებოდა და დააკმაყოფილებდა როგორც ადგილობრივის, ასევე საზოგადოების მოთხოვნილებებსაც და მეორე ტიპის ბიბლიოთეკები იქნებოდა კონკრეტული ქალაქისა თუ სოფლის ადგილობრივი მცხოვრების ინიციატივით გახსნილი, რომლის გახსნა-მოწყობაში გამგეობა უნდა დახმარებოდა მას. ორივე ტიპის ბიბლიოთეკაში მოეწყობოდა ორი განყოფილება: ერთი მოზარდებისთვის, მეორე – ზრდასრულებისთვის. ასევე სტატისტიკური ცნობების წარმოებისთვისაც უნდა მიექციათ ყურადღება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19426; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .