ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19523

ფაქტი 19523

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძემ განაცხადა, რომ ეგნატე ხრამელაშვილის გარდაცვალების შემდეგ გამგეობამ დაადანაშაულა მისი ანდერძის საწინააღმდეგო ქმედების გაწევაში. მან ოთხჯერ მიიწვია გამგეობა სამედიატორო სასამართლოში ბრალეულობის გასარკვევად, მაგრამ სწორ პასუხს ვერ ეღირსა თუ რატომ ადანაშაულებდა მას. მერკვილაძემ ოფიციალურ სასამართლოს არ მიმართა, რადგან არ უნდოდა შეურაცხყოფა მიეყენებინა ერთადერთი ეროვნულ-კულტურული დაწესებულებისათვის – გამგეობისათვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19523; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .