ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19604

ფაქტი 19604

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების კრებაზე არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილმა განაცხადა, რომ ზოგიერთს საზოგადოება ისეთი დაწესებულება ეგონა, რომლის საშუალებითაც ხალხს თავისი მოქალაქეობრივი უფლებები უნდა გამოეყენებინა და თუ ამ თვალსაზრისით მიუდგებოდნენ საწევრო გადასახადის შემცირებას, მაშინ იგი საერთოდ არ უნდა არსებულიყო, მაგრამ ჯაჯანაშვილის აზრით, ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოება კულტურული დაწესებულება იყო და არა პარლამენტი, სადაც უფლებებზე საუბარი შესაძლებელი იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19604; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .