ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19747

ფაქტი 19747

1912 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა მკაზმავმა არონ დავითის ძე ღალაიმ, რომ გადასცენ მის ფირმას წიგნები დასაკაზმად. თხოვნას თან ერთვის ცნობა, რომ საზოგადოებისა და იაკობ გოგებაშვილის გამოცემებს კაზმავს ვასილ ყიფიანი, რომელიც პირნათლად ასრულებს თავის საქმეს, სწორედ ამიტომ გამგეობამ ა. ღალაის თხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მომავლისთვის გაითვალისწინებდნენ მის წინადადებას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19747; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .