ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19750

ფაქტი 19750

1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე პროკოფი აფრასიონის ძე ჯაფარიძემ განაცხადა, რომ იაკობ გოგებაშვილის წიგნებს ბევრი ნაკლი ჰქონდა. მის სახელმძღვანელოში რუსული ენის გამოყენება დაუშვებელი იყო. ამასთანავე „დედა ენის“ წიგნში თითქმის მესამედი ნაწილი საღვთო სჯულის მასალას ეკავა, რაც ასევე, არასასიამოვნო ფაქტი იყო. პროკოფი ჯაფარიძის აზრით, სახელმძღვანელოების გასაუმჯობესებლად კარგი იქნებოდა და გოგებაშვილის ხსოვნის პატივსაცემადაც ჩაითვლებოდა თუ ყოველწლიურად პედაგოგიური მოთხოვნების მიხედვით საჭირო ცვლილებებს შეიტანდნენ სახელმძღვანელოში, რაც სასკოლო სექციისთვის უნდა დაევალებინათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19750; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .