ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19753

ფაქტი 19753

1912 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვლადიმერ ყიფიანმა გააკეთა მოხსენება მოძრავი ბიბლიოთეკების დაარსების თაობაზე. მისი განცხადებით, მოსახლეობის უმეტესობა ვერ სარგებლობს არსებული წიგნსაცავ-სამკითხველოებით, ამიტომ საჭიროა მოეწყოს მოძრავი წიგნსაცავები, რომლებიც უნდა შეიცავდეს 10 წიგნსა და ჟურნალ-გაზეთებს, რაოდენობა კი დამოკიდებული იქნება მკითხველთა რაოდენობაზე. ასევე ვ. ყიფიანი სთხოვს გამგეობას, რომ ყველა მისაწვდომ ადგილას იქონიონ წიგნები და სასწავლო ნივთები გასაყიდად, რაც ხელს შეუწყობს წერა-კითხვის გავრცელებას. მოხსენება გამგეობამ გადასცა სასკოლო სექციას და სთხოვა მოხსენება გაეკეთებინათ საზოგადო კრებაზე, 19 მარტს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19753; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .