ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19770

ფაქტი 19770

1912 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას თავმჯდომარეობდა ალექსანდრე მდივანი. სხდომაზე წარმოადგინეს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების მესამე რაიონის ინსპექტორის წერილი, რომ სურს გორში, სოფელ ხელთუბანში დააარსოს სამინისტრო სკოლა, რისთვისაც გადადებული ჰქონია საჭირო თანხა. ასევე მისი განცხადებით, რადგან ხელთუბნის მოსახლეობა ღარიბია და არ შეუძლია სკოლისთვის შენობის აგება ან დაქირავება, ამიტომ გამგეობა ვალდებულია ხელთუბნის მომავალ სკოლას გადასცეს ყოფილი ქართული სკოლის შენობა, რომელიც დანგრევის პირასაა და ასევე მიწა, რომელზეც ეს სკოლა მდებარეობს. გამგეობამ ეს საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19770; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .