ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19829

ფაქტი 19829

1912 წლის 14 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების მესამე რაიონის ინსპექტორის წერილი, რომ სურს გორში, სოფელ ხელთუბანში დაარსოს სამინისტრო სკოლა, რისთვისაც გადადებული ჰქონია საჭირო თანხა. მისი განცხადებით, რადგან ხელთუბნის მოსახლეობა ღარიბია და არ შეუძლია სკოლისთვის შენობის აგება ან დაქირავება, ამიტომ გამგეობა ვალდებულია ხელთუბნის მომავალ სკოლას გადასცეს ყოფილი ქართული სკოლის შენობა, რომელიც დანგრევის პირასაა მისული და ასევე მიწა, რომელზეც ეს სკოლა მდებარეობს. გამგეობამ განაცხადა, რომ მათ კომპეტენციას არ შეადგენდა აღნიშნული საკითხი. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19829; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .