1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ფილარმონიის გამგეობას სურდა აღენიშნა პირველი ქართული კონცერტის 25 წლის იუბილე, რომლის დაგეგმვაშიც ითხოვდნენ საზოგადოების 2 წევრის ჩართულობას. გამგეობამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება სერგი გორგაძეს დაავალა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19895 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19895]; წვდომის თარიღი: 2020-08-06