ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19946

ფაქტი 19946

1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართეს უმაღლესი კურსის მსმენელმა: სოფიო ჩიჯავაძემ, ელენე ქიქოძემ და სტუდენტებმა: კორინთელმა და მღებრიშვილმა სწავლის საფასურის გადახდის თაობაზე. გამგეობამ ს. ჩიჯავაძესა და ე. ქიქოძეს ხუთ-ხუთი თუმანი გადაუხადა, ხოლო სტუდენტებს უარი განუცხადა სწავლის საფასურის გადახდაზე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19946; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .