ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20092

ფაქტი 20092

1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, რომ საზოგადოებას მომავლისათვის უნდა ჰქონოდა თავისი წიგნების შესაფერისი კატალოგი. ამისათვის მდივან დავით კარიჭაშვილს დაევალა, მოეხსენებინა გამგეობისთვის კატალოგის შედგენის შესახებ. საკითხი დაწვრილებით უნდა განხილულიყო შემდეგ სხდომაზე. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20092; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .