ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20546

ფაქტი 20546

1912 წლის 3 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით. გამგეობამ დაადგინა, რომ იაკობ გოგებაშვილის დაკრძალვისთვის შეეკვეთათ გვირგვინი, კანცელარიაში დაეკიდათ გარდაცვლილის სურათი, ერთი კვირის განმავლობაში გაზეთებში დაებეჭდათ სამგლოვიარო განცხადება და ასევე განსვენებულის პანაშვიდებსა და დაკრძალვას დასწრებოდა გამგეობა მთელი შემადგენლობით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20546; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .