ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20767

ფაქტი 20767

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლ-კარის შესახებ, სადაც ეწერა, რომ მამულში ვაზის გასამრავლებლად მოიჯარეებს ორანჟერეა ჰქონდათ მოწყობილი, რითაც მათ კულტურული ნაბიჯი გადადგეს, რადგან ამ წესით საქართველოში ვაზს არავინ არსად არ ამრავლებდა, მხოლოდ საზღვარგარეთ იყენებდნენ მსგავს სისტემას, რაც მევენახეს ძალიან უმსუბუქებდა შრომას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20767; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .