ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20972

ფაქტი 20972

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მთავარ გამგეობასა და განყოფილებებს შორის მჭიდრო კავშირის დასამყარებლად საქმეთა წარმოების ერთიანი წესების შემოღება გადაწყვიტა. მიზნის განსახორციელებლად ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ – სამტრედიისა და ლანჩხუთის განყოფილებათა, ხოლო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ თელავისა და ზესტაფონის განყოფილების რევიზია ჩაატარა. სარევიზიო მოხსენებები საზოგადოების გამგეობამ განიხილა და შეტანილი შენიშვნებით განყოფილებებს სახელმძღვანელოდ გაუგზავნა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20972; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .