ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 21172

ფაქტი 21172

1921 წლის 11 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თედო სახოკიას განცხადება მძიმე ავადმყოფ მწერლის, ნიკოლოზ ნათიძისთვის სასწრაფო მატერიალური დახმარების საჭიროების შესახებ. სახოკია გამგეობას სთხოვდა, ნათიძისთვის წინასწარ მიეცათ საზოგადოების მიერ დაბეჭდილი ნაწერებიდან მისაღები თანხა. გამგეობამ მწერალს მისი წიგნების ანგარიშიდან 10 000 მანეთი გადაუხადა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 21172; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .