ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 21820

ფაქტი 21820

1921 წლის 22 აპრილს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქვემო ჭალის რევკომის შუამდგომლობა ადგილობრივი სამკითხველოს წიგნებით მომარაგების შესახებ. გამგეობამ სამკითხველოსთვის საზოგადოების მიერ გამოცემული 10000 მანეთის წიგნების გადაცემა გადაწყვიტა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 21820; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .