ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22141

ფაქტი 22141

1885 წლის ოქტომბერში გრიგოლ დიმიტრის ძე გაბაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობის მინდობილობით იულია დავითის ასულ ჩხეიძისას სთხოვა, მიმდინარე სასწავლო წელს ბათუმის სკოლაში ესწავლებინა. ი. ჩხეიძე გაბაშვილის წინადადებას ასეთი პირობით დათანხმდა: დღეში ერთ საათს არითმეტიკას ასწავლიდა სამ კლასს და წლის ბოლოს 200 მანეთ ანაზღაურებას მიიღებდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22141; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .