ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22433

ფაქტი 22433

1921 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების რწმუნებულთა არჩევის საკითხი. გამგეობის მიერ მიღებული ცნობის თანახმად თბილისის განყოფილებას ჰყავდა 2000 წევრი, ბორჯომს – 154, ფოთს – 75, ხონს – 73, სენაკს – 191, ცხინვალს – 60, ქუთაისს – 394, ჭიათურას – 20, ვეჯინს – 100, ლანჩხუთს – 77. სულ 3144. წესდების თანახმად უნდა აერჩიათ 60 რწმუნებული, ე. ი. 50 კაცზე ერთი დელეგატი. ამრიგად თბილისის განყოფილებას უნდა აერჩია 89 დელეგატი, ბორჯომს – 3, ფოთს – 1, ხონს – 1, სენაკს – 3, ცხინვალს – 1, ქუთაისს – 8, ჭიათურას – 1, ვეჯინს – 2, ლანჩხუთს – 1. სულ – 60. გამგეობამ რწმუნებულთა მორიგი კრება 3 ივლისს დანიშნა. განყოფილებებს უნდა აერჩიათ დელეგატები პრეზიდიუმის მიერ შემუშავებული პროპორციის მიხედვით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22433; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .