ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22448

ფაქტი 22448

1881 წლის 20 ნოემბერს ნორიოს სკოლის მასწავლებელი ნ. ჯაჯანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ატყობინებს, რომ 1-ლი ივლისიდან იმ დრომდე ღარიბი შეგირდებისათვის დასარიგებლად მას არ მიუღია წიგნები. გამგეობისგან წიგნები მიიღეს წინა მასწავლებლებმა და გადასცეს მხოლოდ ესენი: 3 ცალი თბილისის საზოგადოების წესდება, თითო-თითო ეგზემპლარი ი. გოგებაშვილის „დარიგება მასწავლებლისათვის“, ნ. ბარათაშვილის ლექსები, დ. ბაქრაძის „მირიან მეფე და წმინდა ნინო“, სოლომონ ლიონიძის „გლოვა ირაკლი მეორისა“, დ. ბაქრაძის „პონტის მეფე მიტრიდატ დიდი“, „ლოცვანი“, ლავრენტი არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“, „არითმეტიკული ამოცანები“ და დაჭრილი ანბანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22448; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .